საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადფება გააკეთა:
"ჩვენ ქართველი პოლიტიკოსები ვართ ბედნიერები რომ ვემსახურებით ისეთ ერს, რომელსაც გააჩნია ძალიან მტკიცე არჩევანი თავის ღირებულებებში. ეს არჩევანი არის, ის ევროპული არჩევანი, რომელიც არა ჩვენ, ან რომელიმე პოლიტკურმა ძალამ გააკეთა, არამედ გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. ამ არჩევანის სამსახური არის დიდი პატივი. შესაბამისად, საქართველოს ევროპული კურისის ცვლილება არის, რელურად შეუძლებელი. მაგრამ ამასთან ერთად, სრულიად შესაძლებელია დაისვას კითხვა რამდენად ეფექტიანად ვემსახურებით თითოეული პოლიტიკოსი ჩვენი ერის ნებას და ამ კითხვებს უნდა გაეცედს ადეკვატური პასუხები. გამომდინარე აქედან, გამომდინარე აქიდან, რომ ჩვენი სამსახური უნდა იყოს უაღრესად ხარისხიანი და ეფექტიანი კონსტიტუციის მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მე მივმართავ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, საქართველოს მთავრობის უახლეს სხდომაზე განხილულ იქნას საკითხი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ნატოსთან არსებითი პაკეტის ეფექტიანი იმპლემენტაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. ხსენებული საკითხის განხილვას დავესწრები მე და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. აგრეთვე ვთხოვ საქართველოს პარლამენტს, უახლოესი სხდომის რის წესრიგში გაითვალისწინოს პრეზიდენტის საგანგებიო მიმართვა პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე", - განაცხადა პრეზიდენტმა.