გერმანიაში რკინიგზის თანამშრომელთა მასობრივი გაფიცვა იწყება. პროფკავშირების მიერ ორგანიზაბული აქცია დღეს საღამოს დაიწყება და ხუთ დღეს გასტანს.
რკინიგზელები ხელფასის 5 პროცენტით გაზრდას და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისტემის სრული პარალიზებით იმუქრებიან.
პროფკავშირებთან მოლაპარაკებას რკინიგზის ხელმძღვანელობა რამდენიმე დღის განმავლობაში აწარმოებდა, თუმცა დიალოგი არ შედგა.