კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრებმა ოფისი სათადარიგო შესასვლელიდან ისე დატოვეს, რომ მედიასთან კომეტარი არ გაუკეთებიათ. მათ შორის, განცხადება არ გაუკეთებია, კოალიცია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
მედიასთან კომენტარი გააკეთეს მხოლოდ კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადამდგარი მინისტრების შემცვლელებზე საუბარი არ ყოფილა.
კოალიცია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.