თუ კოალიცია დაიშლება არ იქნება ძალიან დიდი ტრაგედია, - ასე ეხმაურება ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე "თავისუფალი დემოკრატების" მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" შესაძლო დატოვების საკითხს.
"თუ კოალიცია დაიშლება არ არის ძალიან დიდი ტრაგედია. ვფიქრობ, არავის აქვს ვალდებულება კოალიციაში აუცილებლად დარჩეს. თუ ვინმეს სურვილი ექნება იმისა, რომ კოალიცია დატოვოს - ეს მათ რა თქმა უნდა, შეუძლიათ. კოალიციის ხელოვნურად შენარჩუნება ძალიან ცუდი იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის", - აცხადებს კალაძე.
დღეს, 17:00 საათზე "ქართული ოცნების" ცენტრალრ ოფისში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართბა. ირაკლი ღარიბაშვილმა "თავისუფალ დემოკრატებს" მოუწოდა, სხდომას სრული შემადგენლობით საესწრონ. სავარაუდოდ, "თავისუფალი დემოკრატები" პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, კოალიციის დატოვების შესახებ გააკეთებენ განცხადებას.