ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯი და გაფანტოს ეჭვი, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემის გამოყენება ხდება პოლიტიზირებული, ან პოლიტიკური მიზნებისთვის. ამის შესახებ შეერთბული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენების კომენტირებისას განაცხადა.
"იმ დროს, როდესაც რეგიონში არის არეული ვითარება და საქართველო დღეს შიდა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, რაც სჭირდება საქართველოს ეს არის ერთიანობა და დემონსტრირებული ერთგულება მართმსაჯელებისა და კანონის უზენაესობის წინაშე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს ითანამშორმლონ ამ მიზნების მისაღწევად და მათი ყურადღების ცენტში იყოს ქვეყნის მომავალი, რაც მკვეთრად არის გამოხატული ევროატლანტიკური ინსტიტუტების გაწევრიანებაში. არ იქნებოდა უპრიანი აშშ-თვის რაიმე პოზიციის დაკავება მიმდინარე გამოძიების მიმართულებით, მაგრამ ბრალდებების რაოდენობა ყოფილი თუ მოქმედი პირების მიმართ ლეგიტიმურ შეშფოთებას აღძრავს", - განაცხადა ნორლანდმა თემის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, საერთაშორისო საზოგადოება და შეერთებული შტატები, თვალს ყურადღებით ადევნებენ.