პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისთვის მოულოდნელი არ იყო საგარეო უწყების ხელმძღვანელისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილება.
მისივე განცხადებით, მაია ფანჯიკიძემ სოლიდარობა გამოხატა ოჯახისა და არა ქვეყნის მიმართ.
,,ჩვენ ველოდით ამას, რომ იგივე ალექსი პეტრიაშვილი და ქალბატონი მაია ფანჯიკიძე დატოვებდნენ თანამდებობებს, თუმცა მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ იგივე ქალბატონმა მაიამ თავისი ოჯახის წევრისადმი გამოხატა სოლიდარობა და არა ქვეყნის და სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თანამდებობები დატოვეს.