კრემლში არ გამორიცხავენ, რომ აზია-წყნარი აზია ეკონომიკური თანამშრონლობის სამიტსა და G20-ზე რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.
"ამ დროისათვის ობამა-პუტინის პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის, თუმცა ასეთ დიდ ღონისძიებებზე სახელმწიფოს მეთაურებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ"-, აღნიშნულის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრონლობის სამიტი პეკინში 10-11 ნოემბერს გაიმართება, ხოლო G20-ის შეკრება კი 15-16 ნოემბერსაა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები