საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გადაყენებას, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეხმიანება.
ბილდტმა საკითხის შესახებ საკუთარი პოზიცია twitter - ის საკუთარ გვერდზე გამოხატა და აღნიშნა, რომ ქვეყნის კურსი საფრთხის ქვეშაა.
"საქართველოში სერიოზული პოლიტიკური კრიზისია. შეტევა თავდაცვის მინისტრზე მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა. ქვეყნის კურსი საფრთხის ქვეშაა", - წერს ბილდტი.
მას აქვე მოჰყავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ "ქვეყანა ძლიერი ინსტიტუტების მიერ უნდა იმართებოდეს და არა - კულუარებიდან".