საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი შეეცდება საქართველოში ახალი ოპოზიციური ჯგუფები შექმნას. როგორც სააკაშვილი Forbes Georgia-სთან საუბარში Aaცხადებს ივანიშვილის მმართველობის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციის გაყოფის პირობებში.
,,არა მგონია, ახალა პოლიტიკური პარტიის შექმნა რამეს გადაწყვეტს. Uუფრო მეტიც ივანიშვილი შეეცდება შექმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფები, რადგან მისი მმართველობის გაგრძელება ერთადერთი შესაძლებელია ოპოზიციის გაყოფის პირობებში. საქართველოში დღეს ოპოზიცია არის ერთიანი, ამიტომ ყოველგვარი მოძრაობა, შექმნა პარტიების, ჯგუფების, ეს არის ივანიშვილის თამაში თავიდან ბოლომდე", _განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილი არ დაუშვებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.
,,ივანიშვილი არ დაუშვებს ჩვეულებრივი კლასიკური დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, ეს გამორიცხულია. Aამიტომ კლასიკური გადასვლაც ვერ მოხდება", _განაცხადა სააკაშვილმა.