ექსპერტი ელენე ხოშტარია ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ პროცესები რომელიც თავდაცვის უწყებაში მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს არის პირდაპირი შეტევა მინისტრ ირაკლი ალასანიაზე.
,,ცალსახაა როცა ირაკლი ალასანიას პოლიტიკურად გააქტიურების პარალელურად უცბათ აღმოჩნდა რომ ორი საქმე გადამწყვეტ ფაზაში მივიდა და აუცილებელი გახდა მისი საქართველოში არყოფნის პირობებში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება. Aაქ ორი აზრი არ უნდა იყოს პოლიტიკურ დევნაზე და ზოგადად კოალიცია ,,ქართული ოცნების" შიგნით ალასანიას გუნდთან ბრძოლაზე. მითუმეტეს ჩვენ გავქვს ძალიან სამწუხარო ორწლიანი გამოცდილება პოლიტიკური დევნის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და იგი დღეს არ დაწყებულა. შესაბამისად ცალსახაა რომ ეს არის ბრძოლაა ალასანიასთან და არა კორუფციასთან და სამართლის ძიებასთან", _განაცხადა ხოშტარიამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა. მათ გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე. დღეს კი საგამოძიებო უწყებამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წაუყენა.