სისხლის სამართლის კიდევ ერთ საქმეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების წინააღმდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება. დავით უსუფაშვილი პროკურატურას მიმართავს იმოქმედოს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ჩარჩოში. მისი განცხადებით, ის არ ელოდა, რომ ამ დღეებში თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებული კიდევ ახალი საქმე გამოჩნდებოდა
"სიმართლე გითხრათ, მე არ ველოდი იმას, რომ დღეს თუ ხვალ, ამ დღეებში ახალი საქმეები გამოჩნდებოდა. შესაძლოა სხვა საკითხების შესწავლაც ხდებოდეს და ესაა პროკურატურის საქმე, მაგრამ ერთი წლის წინ დაწყებული საქმის დასრულება უშუალოდ ამ დღეებში და როცა ხდება პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს შორის მიმოწერის ფონზე, რა თქმა უნდა, არ არის დამაჯერებელი. მე მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ მისი უწყება მოქმედებდეს მხოლოდ და მხოლოდ კანონის ჩარჩოში, მივმართავ თხოვნით გაუმკლავდეს ყველა შესაძლო წნეხს, რაც შესაძლოა მედიისგანაც მოდიოდეს. ეს პროკურორების თმენის ვალდებულებაა, ისე როგორც ვითმენთ პოლიტიკოსები, ჩემი თხოვნაა, რომ საქმეებს გაუმკლავდნენ ისე, როგორც ამას მოითხოვს კანონი და არანაირი ემოციური თუ სხვა მოტივები არ დაუქვემდებარონ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.