„ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა იმართება.
შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.
როგორც შეხვედრაზე მისული უმრავლესობის წევრები აცხადებენ, მათთვის უცნობია დაესწრება თუ "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია და პარტიის წევრები უმრავლესობის შეხვედრას.
ცოტა ხნის წინ დასრულდა "თავისუფალი დემოკრატების" ცენტრალურ ოფისში ირაკლი ალასანიას საგანგებო ბრიფინგი, რომელზეც ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში განვითარებულ მოვლენებში ცალსახად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული.
მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართული შეტევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროატლანტიკურ არჩევანზე.