ადვოკატი ვალერი გელბახიანი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საკუთარი გადაწყვეტილებით თანამდებობას არ დატოვებს, პირიქით იგი თანამდებობას გამოიყენებს საკუთარი თანამშრომლების უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
,,ბატონი ალასანია თავისი სურვილით თანამდებობას არ დატოვებს, პირიქით იგი თანამდებობას გამოიყენებს იმისთვის, რომ ამტკიცოს როგორც თავისი ისე მისი უწყების თანამშრომლების უდანაშაულობა. ამიტომ ერთადერი საშუალება ალასანიას თანამდებობიდან წასასვლეად არის ის, რომ პრემიერმა გადააყენოს, ან მეორე გზა ალასანია დააპატიმროს ახალი ბრალდებით და დაანახოს მსოფლიო საზოგადოებას რომ მას დამნაშავე ხელისუფლება არ სჭირდება. თუმცა აღნიშნული პროცესი რამდენად ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილიზაციას და შიდა პოლიტიკურ მოვლენებს კარგად უნდა იყოს გააზრებული", _განაცხადა გელბახიანმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა. მათ გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე. დღეს კი საგამოძიებო უწყებამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წაუყენა.