პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესებს აფასებს და აცხადებს, რომ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სიმართლის დასამტკიცებლად ბოლომდე იბრძოლებს.
,,ირაკლი ალასანია არ ტოვებს იმ ადამიანს შთაბეჭდილებას, რომელსაც ნერვები ვერ გაუძლებს. ამიტომ ალასანია ბოლომდე იბრძოლებს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად", _განაცხადა საყვარელიძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენა. მათ გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე. დღეს კი საგამოძიებო უწყებამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელს ბრალი წაუყენა