,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების საქმეზე კითხვის ნიშნები არა გაჩნდეს და პროცესი კანონიერად წარიმართოს.
,,ძალიან მნიშვნელოვანია როცა საკითხი ეხება თავდაცვას, მაღალჩინოსნების დაკავებას ამ პროცესებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იყოს. საჯაროდ გაჟღერდა ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ დაკითხვის ოქმში შეტანილი არ იყო ის ინფორმაცია რაზეც დაკითხვის დროს მინისტრის მოადგილე საუბრობდა, შესაბამისად, ეს კითხვა პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს", _განაცხადა ჟურნალისტებთან გიგაურმა.
თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე. ამასთან გუშინ თავდაცვის მინიტრის მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა ათსაათიანი დაკითვის შემდეგ პროკურატურა ისე დატოვა, რომ აკითხვის ოქმისთვის ხელი არ მოაწრა. როგორც ბატიაშვილის ადვოკატი აცხადებს ოქმში დაკითხულის პასუხები სრულად ასახული არ იყო, რის გამოც გამომძიებელს მეორე ოქმნის შედგენა მოუხდა. თუმცა, როგორც ლევან სამუშია ჰყვება, ბატიაშვილის მონაყოლს არც მეორე ოქმი ასახავდა.
ადვოკატის განმარტებით, დაკითხვის მსვლელობისას იყო მცდელობა, რომ მაღალჩინოსნისგან სასურველი პასუხები მიეღოთ.
მინისტრის მოადგილის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან ნებისმიერ დროს თანამშრომლობისთვის მზადაა.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, სწორედ ალექსი ბატიაშვილი აწერს ხელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვაზე თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია "სილქნეთს" შორის გაფორმებულ იმ ხელშეკრულებას, რომლის გამო უწყების ხუთი მაღალჩინოსანია დაკავებული.