პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია ,,თავისუფალ დემოკრატებს" შეხვდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" პრემიერის პრესსამსახურში განუცხადეს შეხვედრა 18:00 საათზე კოალიცია ,,ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც დაესწრება.
შეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავების თემაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს გამოძიება სატენდერო პირობების დარღვევით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვას ედავება. საუბარია, დაახლოებით, ოთხ მილიონ ლარზე.