პარალემნტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, თურქეთი იყო და რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. როგორც უსუფაშვილმა თურქეთ კოლეგა ჯემილ ჩიჩექთან შეხვედრის შემდეგ განაცახდა მისი თხოვა სტუმრისადმი იყო ის რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში კიდევ უფრო გააქტიურდეს მუშაობა ოფიციალური არხებით სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე.
„ჩვენ აღვნიშნეთ, რომ თურქეთი და საქართველო ერთმანეთის პარტნიორები არიან არა მარტო ერთმანეთთან ყრთიერთობაში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ჩვენ მადლობა მოვახსენეთ სტუმრებს იმ პოლიტიკისთვის რასაც თუქრქეთი ატარებს საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის საკითხში, და მადლობა გამოვხატეთ იმისთვის, რომ თურქეთის ხელისუფლება იჩენს მზადყოფნას შეასრულოს მეტი პოზიტიური როლი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, კერძოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საქმეში. ჩვენი თხოვნა სტუმრებისადმი იყო ის, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდეს მუშაობა ოფიციალური არხებით სახელმწიფო სტრუქტურების დონეზე, რაც შეეხება კერძო ინიციატივების ცალკეულ ეპიზოდებს, ეს სარგებელს ვერ მოიტანს, ამიტომ სახელმწიფო დონეზე უნდა გვქონდეს მეტი ურთიერთობა"_განაცახდა უსუფაშვილმა .
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით ისაუბრეს იმის შესახებაც, რომ საქართველო-თურქეთის ურთოიერთობის ყველა საკითხში იგულისხმება ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანიც და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური და პოლიტიკური პროექტები უფრო და უფრო ურთიერთსასარგებლო და ხელსაყრელი ხდება.
„თურქეთი იყო და რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ამ საკითხებზეც ვისაუბრეთ და გავცვალეთ აზრები უახლოეს მომავალში გადასაგდგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებით. ასევე, მივესალმებით თურქეთის მზარდ, პოზიტიურ როლს რეგიონში და მსოფლიოში",- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.