დავით უსუფაშვილი საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ასამბლეის თავმჯდომარე, ჯემილ ჩიჩექი ხელმძღვანელობს.
დავით უსუფშვილი კოლეგების სახელით მიესალმა სტუმრებს და სიამოვნებით გაიხსენა საერთაშორისო ასპარეზზე მათი მცირეხნიანი შეხვედრები, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციის დროს, სადაც მათ შორის რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართა საუბარი.
უსუფაშვილის განაცხადებით, ეროვნული ასამბლეის ვიზიტი საქართველოში დროულია რადგან ჩვენი ქვეყნების პრემიერ-მინისტრებმა და პრეზიდენტმა ინტენსიური კონტაქტები ააწყვეს ერთმანეთთან და პარლამენტებიი ვალდებული არიან გაააქტიურონ მუშაობა და მჭიდრო კონტაქტები დაამყარონ ერთმანეთთან.
„ურთიერთობების ასეთი ინტენსივობა ბუნებრივია, ვინაიდან საქართველოსთვის თურქეთი 25 წელია ნომერი პირველი სტრატეგიული პარტნიორია სამეზობლოში, იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობები, სამხედრო -სტრატეგიული და პოლიტიკური ურთიერთობები თუ სამოქალაქო ურთიერთობები",_ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეხვედრაზე თურქეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს მისწრაფებისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ასევე ითქვა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის უკვე არსებობს თანამშრომლობა თავდაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში, რაც კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და გააქტიურდეს, უნდა განხორციელდეს ერთობლივი პროექტები ამ და სხვა სფეროებში. დავით უსუფაშვილმა სტუმრებს გააცნო ასევე რეგიონში არსებული ვითარება.
შეგახსენებთ, რომ თურქი დეპუტატები საქართველოს გუშინ ესტუმრნენ. სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება პრემიერ-მინისტრს.
დაგეგმილია შეხვედრები ბათუმშიც.