კოალიცია „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭოს წევრები არ გამორიცხავენ, რომ დღევანდელ სხდომაზე დისკუსია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირულ საკითხზეც გაიმართოს.
„განვიხილავთ განვლილ პერიპეტიებს, პარლამენტის რეზულუციებს, რომელთან დაკავშირებითაც, საზოგადოების ინტერესი იყო, თუნდაც ამ მოსმენების თემასთან დაკავშირებით და შემდეგ სამომავლო გეგმას, თუ როგორ უნდა მივხედოთ ამ საკითხს ასე მოკლე დროში", - განაცხადა სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ.