პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტის გადაწვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ისარგებლა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებით. როგორც უსუფაშვილმა განამრტა თავად ვეტოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი განსხვავებულ პოზიციაზეა საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით.
,,საქართველოს პრეზიდენტმა ისარგებლა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებით და პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტს ვეტო დაადო. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტი მიუთითებს ხოლმე იმ მიზეზებზე, რის გამოც მან ამ უფლებით ისარგებლა და ასევე პარლამენტს სთავაზობს თავის ალტერნატიულ მოსაზრებებს. ეს დოკუმენტი პარლამენტში მცირე ხნის წინ შემოვიდა. თავად ვეტოს არსი მდგომარეობს იმაში, რომ პრეზიდენტი განსხვავებულ პოზიციაზეა საკითხის გადავადებასთან დაკავშირებით. ის, რომ იგი გადასავადებელია ამაში გვეთანმდება , მაგრამ უნდა გადავადდეს ოთხი თვით, თუ ერთი თვით, ამაშია განსხვავება და ესაა საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ. პროცედურების თანახმად, ვეტოს შემთხვევაში პარლამენტი მსჯელობს პრეზიდენტის მოსაზრებებზე და შემდგომ უკვე კენჭი ეყრება პირველ რიგში პრეზიდენტის შენიშვნებს. თუ იგი არ იქნა გაზიარებული, შემდეგ კენჭი ეყრება პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიას და პრეზიდენტის ვეტო დაძლეულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭერს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ანუ პარლამენტის 76 წევრმა"_განაცახდა უსუფაშვილმა.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ" კანონს ვეტო დაადო. შესაბამისად შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს ფარული მოსმენა-მიყურადების და ასევე კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის შენახვის უფლება აღარ ექნება.