საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულ პირთა ოჯახებისთვის გასაცემი კომპენსაციის გაცემის წესზე დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტი პარლამენტში იუსტიტის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე წარადგინა.
კანოონპროექტის თანახმად, რეპერსირებულმა პირმა ან მისმა მემკვიდრემ, კომპენსაციის მისაღებად სასამართლოს უნდა მიმართოს. გასაცემი კონპენსაციის ოდენობას კი, მოსამართლე ინდივიდუალურად დაადგენს. თანხის მოცულობა 1000-დან 2000 ლარამდეა იქნება.
კანონროექტს მხარს არ უჭერენ "ნაციონალური მოძარობა" და პარლამენტის ფრაქცია"რესპუბლიკელები". მათი განცახდებით, რეპრესირებულ პირებს სასამართლომ სტატუსი ერთხელ უკვე მიანიჭა და მათთვის ფიქსირებილი კომპენსაცია უნდა დაწესდეს.
კანონპროექსის არსებული სახით მიღებას ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაცია "მემორიალიც". მათი პოზიციით, რეპრესირებული პირებისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა კანონით უნდა განისაზღვროს.