ძალიან მიკვირს, რა შეშინებული ლაპარაკობთ 15 ნოემბერზე მიტინგების ყოფილი ლომები, - ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესოის წევრმა აკაკი ბობოკიძემ უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
"ჩვენი მიტინგები თურმე დესტაბილიზაციის მიზნით ეწყობა და თქვენი აქციები კარვების გაშლით, გზის გადაკეტვით, გრუს -ს რაზმის შემოყვანაზე ლაპარაკით, თურმე სტაბილიზაციას ემსახურებოდა. ძალიან საინტერესოა, ერთმანეთს შევადაროთ თქვენი რიტორიკა ოპოზიციაში ყოფნის დროს და დღეს. 15 ნოემბერი შედგება იმის მიუხედავა, რაც არ უნდა ილაპარაკოთ", - განაცახად ბობოხიძემ.
ბობოხიძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში გადადგმული ბოლო ნაბიჯები, ხელისუფლების უნიათო პოლიტიკის ბრალია.
"აფხაზეთი იქნება ოკუპირებული თუ ანექსირებული, მის დაბრუებას შესაბამის დროში, ხელს ვერაფერი შუშლის, ამისთვის შესაბამისი ვითარება უნდა დადგეს. მაინტერესებს, რამ მიცა რუსეთს საშუალება გადაედგა ეს ნაბიჯი? რუსეთმა აფხაზეთის და ოსეთის ანექსირებაზე წასვლა, აგვისტოსაც კი, როდესაც მან სრულმასშტაბიანი ომი აწარმოა, ვერ გაბედა", - განაცახდა ბობოხიძე.