პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბელგიის სამეფოს ქალაქებში - ნიუპორტსა და იპრესში პირველი მსოფლიო ომის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიას დაესწრნენ.
ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ბელგიის მეფემ, ფილიპმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, შარლ მიშელმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკერმა მიმართეს.
პირველი მსოფლიო ომის მეასე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია სხვადასხვა ღონისძიებებით დასრულდა.