"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, პარტიის ცენტრალურ ოფისში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს მართავს.
როგორც"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცახდებს, პარტია მზადაა, კონსულტაციები სხვა არასამთვრობო ორგანიზაციებთანაც გამართოს.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. მათი თქმით, გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან და გამომდინარე მიიღეს.
"ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იქედან გამომდინარე, რომ სახეზეა, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ღია ანექსიის მცდელობა, რომ ხელისუფლება არ აკეთებს არაფერს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, ა.წ. 15 ნოემბერს დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს, რომლის მიზანი იქნება ხმის მიწვდენა, როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას, საქართველოს მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიას", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ
.