თბილისის მერი დავით ნარმანია ჩინეთის ელჩს საქართველოში, იუე ბინს შეხვდა. შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი, ალექსანდრე მარგიშვილი და ეკონომიკური პოლიტიკის საქლაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებს შეეხო. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ჩინური კომპანიები თბილისში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში არიან ჩართულები და აქედან გამომდინარე, თბილისის მერიას ჩინეთის საელჩოსთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს.
დავით ნარმანიას განცხადებით, ნოემბერში თბილისის მერიის დელეგაცია ჩინეთში, დამეგობრებულ ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრება, სადაც კონკრეტული საინვესტიციო პროექტები განიხილება. ქართული მხარე ჩინელი ინვესტორებისთვის საინვესტიციო პროექტებს მოამზადებს.