ხვალ, 27 ოქტომბერს საქართველოს ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია ეწვევა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის ვიხე-სპიკერ მანანა კობახიძესთან, დეპუტატებთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძესთან და სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილთან.
ესტონეთის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია საქართველოს 28 ოქტომბერს დატოვებს.