27-29 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბელგიაში მიემგზავრება, სადაც 28 ოქტომბერს ქალაქებში - ნიუპორტსა და იპრესში I მსოფლიო ომის მეასე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ღონიძიებებს დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბელგიის ფედერალური პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ზიგფრიდ ბრაკთან, ბელგიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და ევროპის საქმეთა მინისტრ დიდიე რეინდერსთან.
დავით უსუფაშვილი საქართველოში 29 ოქტომბერს დაბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები