ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ მათი შეფასებები ნორმალურია, რადგან ამერიკა თავლს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
,,ისინი აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, სასამართლო პროცესებს და ეს ნორმალურია. ჩვენი ინტერესიც არის რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს და არ გაჩნდეს კითხვები, თითქოს, ეს არის პოლიტიკურად შეთითხნილი საქმეები, რაც ჩვენს ოპონენტებს_,,ნაციონალურ მოძრაობას" უნდა. Bბევრ კითხვაზ უკვე პასუხია გაცემული, თუმცა ბევრ მაღალჩინოსანს რომლის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა რომელიც საზოგადოებასა და პროკურატურაში არსებობს", _განაცხადა კალაძემ.
შეერთებული შტატები ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმართულ სასამართლო პროცესებს და შეახსენებს ქვეყნის მთავრობას, რომ იურიდიული სისტემა პოლიტიკური მიზნებისათვის არ უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯენი ფსაკმა, რომელმაც, ჟურნალისტთა თხოვნით, კომენტარი გაუკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ექს-მინისტრ ბაჩანა ახალაიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.
„ჩვენ კვლავ მივაპყრობთ საქართველოს მთავრობის ყურადღებას კანონიერებისა და პროცესუალური ნორმების დაცვაზე და ვიკვლევთ [ამ მოქმედების] გამჭვირვალეობის საკითხს, რათა არ იყოს იმის შეგრძნება, რომ იურიდიული სისტემა პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის გამოიყენება", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა. მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ შეერთებული შტატები ადრეც გამოხატავდა შეშფოთებას საქართველოში ზოგიერთი სასამართლო საქმის მიმართ და შეშფოთების საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს".
ამასთან, ჯენი ფსაკმა განაცხადა, რომ მას არ სურს ცალკეულ საქმეებზე ილაპარაკოს იმდენად, რამდენადაც ყოველ საქმეს თავისი სპეციფიკა აქვს. „მაგრამ იქ გამოტანილი განაჩენების მთელი სერია იყო და ამიტომაც თავის დროზე ამ მიზეზით ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით". „ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც პოლიტიკური პლურალიზმსა და ღია დებატებისადმი პატივისცემაში გამოიხატება"