საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას 22 ოქტომბერს კანადის პარლამენტზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რომლის შედეგა-დაც საპატიო ყარაულის წარმომადგენელი დაიღუპა.
აღნიშნული ტრაგედია, ისევე როგორც ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირის თავდასხმა კანადელ სამხედროებზე 20 ოქტომბერს კვებეკში, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რადიკალური იდეოლოგიებიდან მომდინარე საფრთხეების სერიოზულობას, და ტერორიზმის, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური პრობლემის წინააღმდეგ წარმა-ტებული ბრძოლისათვის საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნე-ლობას.
საქართველოს საგარეო უწყება სოლიდარობას უცხადებს კანადის მთავრობასა და კანადელ ხალხს.