თბილისის საქალაქო სასამართლოში ერეკლე კოდუას საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას აცილება მოითხოვა და შესაბამისი შუამდგომლობა დააყენა.
დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე არაობიექტურ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
კოდუას ადვოლატების განმარტებით, ხათუნა ხარჩილავა ყოფილი მაღალჩინოსნების სხვა საქმეებსაც განიხილავს და რამდენიმე მათგანზე გამამტყუნებელი განაჩენიც აქვს გამოტანილი.
ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ მათ სასამართლოს უტყუარი მტკიცებულებები გადასცეს, რომლითაც ერეკლე კოდუას მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდება.