შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით 28 ოქტომბერს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი მრავალი წევრი საქართველოში არ იქნება. როგორც საკითხის კომენტირებისას ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განმარტა ალბათ საჭიროა შეთანხმება არსებობდეს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებთან.
,,როგორც ჩემთვის ცნობილია 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი მრავალი წევრი საქართველოში არ იქნება. ალბათ, საჭიროა შეთანხმება იყოს იმ წევრებთან, რომლებიც უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან. როგორც მე ვიცი იგივე თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ იქნება", _განაცადა ზაქარეიშვილმა.
28 ოქტომბრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, სადაც რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ჩარჩო-დოკუმენტის საკითხზე იმსჯელებენ, პრეზიდენტი მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს იწვევს.ამის შესახებ, განცხადება უშიშროების საბჭის მდივანმა ირინა იმერლიშვილმა იაპონიაში ვიზიტისას გააკეთა.
მისი განცხადებით, საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის სახელით მიწვევა პაატა ზაქარეიშვილს და ალექსი პეტრიაშვილს გადაეგზავნათ.
საკანონმდებლო ორგანოდან პრეზიდენტი კი უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამი კომიტეტის ხელმძღვანელს იწვევს.
უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება ირაკლი ალასანიაც. იმერლიშვილის ინფორმაციით, სხდომაზე თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომის წევრებს მოხსენებით მიმართავს.
28 ოქტომბრის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ჩარჩო-დოკუმენტია. ქართული მხარე რუსეთის ამ ქმედებას საქართველოს ტერიტორიის ანექსიად აფასებს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და ვალდებულია სხდომას დაესწროს, 28 ოქტომბერს სხდომას დაესწრება თუ არა, ჯერ უცნობია.
უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.