16 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგრეო უწყების ხელმზრვანელის მოადგილეს გრიგოლი კარასინს შეხვდება. როგორც ჟურნალისტებთან აბაშიძემ განაცხადა შეხვედრაზე მთავარი თემა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი იქნება.
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი გამოქვეყნებულ დოკუმენტს შემაშფოთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხზე ქართულ მხარეს კითხვები გააჩნია, რაზეც მოსკოვის პოზიციას მოისმენს.
აბაშიძე ასევე რუსეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში შედის.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც გაერთიანებული ჯარების შექმნას ითვალისწინებს.