მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა, სადაც სხვა თემებთან ერთად, განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება და „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების" გაფორმების შესაძლებლობა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტზე და ხელისუფლების მხრიდან რეაგირების მექანიზმებზე. სხდომის შემდეგ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გავრცელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელიც შეთანხმებული იყო სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან.