16 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია"საჯარო სამსახურის ბიუროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მრავალმხრივი თანამშრომლობის I პლატფორმის - „დემოკრატია, კარგი მმართველობა და სტაბილურობა" ფარგლებში „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის" პანელის მეშვიდე შეხვედრაგაიმართება.
პანელის მუშაობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას,საქართველოს, სომხეთის და უკრაინის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრაზე განიხილავენ „საჯარო ადმინისტრირების რეფორმის" პანელისსამოქმედო გეგმის განხორციელების საკითხებს და დაგეგმავენ სამომავლო ნაბიჯებს. ქართული მხარე წარმოადგენს პრეზენტაციას საქართველოში მიმდინარე საჯარო სამსახურის რეფორმის შესახებ, რომელიცსახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობისათვისეფექტური და გამჭვირვალე მექანიზმების შექმნას ისახავს მიზნად.აღნიშნულირეფორმის შინაარსზე საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავაისაუბრებს.ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის დახმარებების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი რომან კაკულია.
„აღმოსავლეთ პარტნიორობა" ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და მათი აღმოსავლეთ მეზობელი ქვეყნების ერთობლივიინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასადაგამოცდილების გაზიარებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობა" დამატებით შესაძლებლობებს ქმნისსაქართველოს ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისა და მხარეებს შორის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების მიმართულებით.