სამხატვრო აკადემიაში რექტორის არჩევნები დაგეგმილზე 3 საათით ადრე, 09:00 საათზე ჩატარდა. აკადემიური საბჭოს ხმათა უმრავლესობით სამხატვრო აკადემიის ახალი რექტორი გია გუგუშვილი გახდა. მას მხარი საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა.
არჩევნების დაგეგმილზე ადრე ჩატარებას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა.
აკადემიური საბჭოს წევრების განცახდებით კი , პროცესი სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა.
სამხატრვო აკადემიის ახალი რექტორი აკადემიური საბჭოს ათმა წევრმა ირჩია. რექტორობისთვის ერთმანეთს ნანა იაშვილი და გია გუგუშვილი დაუპირისპირდნენ.