საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, სტამბოლში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე იმყოფება. ხვალ, 29 სექტემბერს კი პრეზიდენტი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართვას.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს. პრეზიდენტი მთურქ და ყირგიზ კოლეგებს, ასევე შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდება.როგორც ჟურნალისტებს თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა დღეს მარგველაშვილი თურქ კოლეგას შეხვდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ,,სულ ახლახან იყო ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიაზე და მათ შორის მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ნატო-ს სამიტზე შეხვდნენ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს. გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ბატონ ერდოღანსა და ბატონ ღარიბაშვილს შორის. დღეს ისევ იმართება თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის შეხვედრა, რაც ცხადყოფს ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიურ დონეს", - განაცხადა კოპლატაძემ.
ეკონომიკურ ფორუმზე, რეგიონული საკითხები, მიმდინარე და სამომავლო ეკონომიკური პროექტები და უსაფრთხოება საკითხები განიხილება.