2014 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა მიღწევადია, მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებში", რომელმაც გასულ წლებში არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის მონაცემები გაანალიზა. კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები ქვეყნის ეკონომიკის უფრო სწრაფი განვითარების სვლისკენ.
როგორც ირკვევა, 2006 წლიდან 2008 წლამდე მშპ ზრდის ტემპით ხასიათდება და 2006-2013 წლების განმავლობაში, მის მაქსიმუმს 2007 წელს - 12.3%-იანი მაჩვენებლით აღწევს (2007 წელი გასულ და მომდევნო წლებთან შედარებით „ეკონომიკური ბუმის'' პერიოდი იყო).
მშპ-ის ზრდის ტემპი 2008 წლიდან 2010 წლამდე კლების ტენდენციით წავიდა (რუსეთ-საქართველოს შორის ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდები), ხოლო 2009 წელს წინა - 2008 წელთან შედარებით არა თუ გაიზარდა, არამედ შემცირდა და (-3.8%-იან) მაჩვენებელზე დაფიქსირდა (2008 წელს საქართველოში მომხდარი აგვისტოს ომის და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოვლენების ასახვა 2009 წელს მოხდა).
2010-დან 2012 წლამდე მშპ-ის ზრდის ტემპი კვლავ ზრდას განაგრძობს, ხოლო 2012 და 2013 წლებში ისევ კლების ტენდენციით ხასიათდება (საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყანაში გამოწვეული ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილური მდგომარეობის შედეგი).
"რაც შეეხება 2014 წელს, პირველ ორ კვარტალში ერთად (წინასწარი შეფასებით) 6.2%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რაც ამ ეტაპზე ნორმალური მაჩვენებელია და პროგნოზის მიხედვით 2014 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდის მიღწევის საშუალებას ჯერჯერობით იძლევა"- აცხადებენ ორგანიზაციაში და განმარტავენ, რომ კონომიკის ზრდის ტემპთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია გაირკვეს, რომელ დარგში წარმოებულ პროდუქციას და მომსახურებას უკავია მშპ-ში ყველაზე დიდი წილი და რომელი სექტორი გამოირჩევა ყველაზე დიდი ზრდის ტემპით.
"2013 წელს ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე დიდი წილი სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა; თევზჭერა, მეთევზეობის დარგის ზრდას - 9.8%-იანი მაჩვენებლით უკავია, ხოლო ყველაზე ნაკლები კი მშენებლობის დარგს (10.6%-იანი მაჩვენებლით). ეს მონაცემები იმას გვიჩვენებს, რომ სოფლის მეურნეობის დარგში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება 2013 წელს 2012 წელთან შედარებით ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებლით გაიზარდა, ხოლო მშენებლობის დარგში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება არა თუ გაიზარდა, არამედ 10.6%-ით შემცირდა. 2013 წელს სოფლის მეურნეობის დარგში წარმოებული პროდუქციის ზრდა სოფლებში „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" პირველი ეტაპის დასრულების შედეგია, ხოლო მშენებლობის დარგში წარმოებული პროდუქციის შემცირების მიზეზი ძირითადად სახელმწიფოს მიერ ამ დარგში გაწეული ხარჯების შემცირება იყო (2013 წელს, სახელმწიფომ თანხები ძირითადად ისეთი პროექტების განსახორციელებლად მიმართა, რომელიც მუნიციპალურ და რეგიონალურ ინფრასტრუქტურას აწესრიგებს, რათა გრძელვადიან პერიოდში განახლებულმა ინფრასტრუქტურამ ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი). რაც შეეხება დანარჩენ დარგებს, სოფლის მეურნეობის შემდეგ, მეორე ადგილზე დამამუშავებელი მრეწველობა დგას - 8.4%-იანი ზრდის მაჩვენებლით; მესამეზე ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - 7.5%, მეოთხეზე საფინანსო საქმიანობა - 7.4% და ა.შ. უნდა აღვნიშნოთ, რომ გრაფიკი 2-ზე არსებული მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ მშპ-ში ამ დარგებში წარმოებული პროდუქციის და მომსახურების წილი და მათი აბსოლუტური ზრდის ტემპის მაჩვენებლებიც იგივე რიგითობის მიხედვით ხასიათდება. ამის გასარკვევად ქვემოთ არსებული მონაცემები მიმოვიხილოთ", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
მასალის გამოყენების პირობები