დასავლელი ჟურნალისტები იუწყებიან, რომ რუსული „ჰუმანიტარული ტვირთი" საკონტროლო-გამშვებ პუნქტ დოლჟანსკისკენ მიდის, რომელსაც ბოევიკები აკონტროლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ტვიტერში" თავის გვერდზე გაზეთ „Guardian"-ის კორესპოდენტი შონ უოკერი ავრცელებს.
„ე.წ. ჰუმანიტარულმა კონვოიმ კამენსკ-შახტინსკის გზაზე გადაუხვია, რომელიც კრასნოდონსა და ლუგანსკში მიდის. გზა კრასნოდონისკენ კი რუსული მხრიდან საკონტროლო პუნქტ „დონეცკზე", უკრაინული მხრიდან კი „დოლჟანსკზე" გადის",_ წერს უკრანული მედია.
ამავე დროს „ Financial Times"-ის ჟურნაისტი კორტნი უივერი აცხადებს, რომ ჰუმანიტარული ტვირთი სამხედრო ვერტმფრენებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის თანხმებით მოძრაობს. მისივე ინფორმაციით, კოლონა კამენსკ-შახტინსკის რაიონში შეჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები