სადაზღვევო ბაზრის ლიდერმა კომპანია "ალდაგმა" საქართველოს სადაზღვევო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ზარალი აანაზღაურა. კომპანიის ინფორმაციით, ფეროშენადნობთა საწარმო შპს „რუსმეტალს" სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან" გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, დაზღვეული ჰქონდა კუთვნილი ქონება მანქანა-დანადგარების სახით და ასევე ბიზნესის შეჩერების რისკები. ხოლო შპს „რუსმეტალის" ენერგომომარაგების სისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდა კომპანიის კუთვნილი ქონება, კერძოდ კი მანქანა-დანადგარები, რამაც თავის მხრივ კომპანიის საქმიანობის შეჩერება განაპირობა. შპს „რუსმეტალის" ზარალმა 862 490. 47 ლარი შეადგინა, რაც „ალდაგთან" გაფორმებული ხელშეკრულების პირობების მიხედვით კომპანიას სრულად აუნაზღაურდა.
„შპს „რუსმეტალთან" „ალდაგს" მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული კომპანია ჩვენთვის წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან პარტნიორს. ჩვენთან თანამშრომლობით კომპანიას მიეცა საშუალება, მიუხედავად მიყენებული ზიანისა, უწყვეტ რეჟიმში გაეგრძელებინა საქმიანობა. ვიფიქრობ, ნებისმიერი ორგანიზაციისთვის და მითუმეტეს „რუსმეტალის" მსგავსი მსხვილი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი სტაბილური და ფინანსურად ძლიერი პარტნიორი, როგორიც დაარსების დღიდან არის „ალდაგი". ჩვენთან თანამშრომლობით, დაზღვეულ ორგანიზაციას შეუძლია მშვიდად წარმართოს თავისი ბიზნეს საქმიანობა, რადგანაც ნაკისრ ვალდებულებებს „ალდაგი" მუდამ ასრულებს. ზოგადად, არაერთი კომპანიის მაგალითია ცნობილი, როდესაც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მოულოდნელად მიყენებული ზარალი იწვევს ბიზნესის შეჩერების საფრთხეს. სწორედ ამიტომ, არსებობს ბიზნესის შეჩერების რისკების დაზღვევა, რომელიც საკმაოდ აპრობირებული პროდუქტია განვითარებულ ქვეყნებში. აღნიშნული პროდუქტი ითვალისწინებს ქონებრივი რისკების დადგომისას ბიზნეს საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას. „ალდაგი" მომხმარებლებს ბიზნესის შეჩერების რისკების დაზღვევას უკვე წლებია სთავაზობს და საქართველოში ამ მიმართულებით, საკმაოდ ბევრი კომპანია ჰყავს დაზღვეული."-განაცხადა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.
„მიუხედავად დამდგარი ზარალისა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან" თანამშრომლობით, ჩვენ შევძელით მაქსიმალურად აგვეცილებინა თავიდან ის სირთულეები, რაც მომხდარ შემთხვევას შეიძლება მოჰყოლოდა და შეუფერხებლად გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. სასიხარულოა, როდესაც თანამშრომლობ ასეთ ფინანსურად მდგრად და საიმედო პარტნიორთან" - აცხადებს შპს „რუსმეტალის" ფინანსური დირექტორი გერონტი ცვარიანი.