საქართველოს 2013 წლის უმსხვილესი კომპანია კვლავ სოკარ პეტროლიმ ჯორჯიაა ილიას უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლა წლის საქართველოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს აქვეყნებს, რეიტინგი ეყრდნობა კომპანიების 2013 წლის მაჩვენებლებს და მასში არ შედის საბანკო და სადაზღვევო სექტორი. საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ათეულში არიან: სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ტოიოტა კავკასია, საქართველოს რკინიგზა, ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, ბიპი, სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი),სოკარ ჯორჯია გაზი, რომპეტროლ საქართველო, ლუკოილ-ჯორჯია, ენერგო - პრო ჯორჯია; აღსანისნავია რომ ათეულში 8 ნავთობის და გაზის იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანიებიუ არიან, 2 სატრანსპორტო სფეროდან. გასულ წელთან შედარებით ათეულში ლიდერები არ შეცვლიდა, კომპანია სოკარ პეტროლიუმი კვლავ ლიდერია, მეორე პოზიციაზე კი ტოიტა კავკასია. მეხუთედან მესამეზე გადმონაცვლა საქართველოს რკინიგზამ, მეოტხეზე კი კვკლავ ვისოლია, გასულ წელს მესამე ადგილზე მყოფი გალფი კი მეხუთე პოზიციაზეა. ათეულსი პოზიციები დაკარგეს ჯორჯიან მარგანეზმა, რუსთავის აზოტმა და ტოიტა ცენტრი თბილისმა, მათ ნაცვლად ათეულში არიან სოკარ გაზი, რომპეტროლი და ენერგი პროჯორჯია. ავტოდილერებს შორის - ტოიოტა კავკასია; ტრასპორტის და ლოჯისტიკა - საქართველოს რკინიგზა; მძიმე ინდუსტრია - რუსთავის აზოტი (გასულ წელს ჯორჯიან მარგანეზი); კომუნიკაციები - მაგთიკომი; მშენებლობა - შპს ანაგი (გასულ წელს კავკაზუს როუდ პროჯექტი); თამბაქოს იმპორტი და რეალიზაცია - ელიზი ჯგუფი; აზარტული თამაშები - ქართული კაზინოს ჯგუფი (გასულ წელს ლიდერბეთი); ფარმაცია და მედიცინა - პსპ ფარმა (გასულ წელს ავერსი ფარმა); უალკოჰოლო სასმელებით ვაჭრობა და დისტრიბუცია - აიდიეს ბორჯომი, რითეილი - გუდვილი, ტექნიკით ვაჭრობა - ელიტ ელექტრონიქსი, აგროსექტორი - აგრიკომი . კვლევის მიხედვით საქართველოს 100 უმსხვილეს კომპანიას შორის ნავთობის და გაზის სექტორიდან არის 15% (2012 - 15%), ვაჭრობა და დისტრიბუცია - 11% (2%), მძიმე ინდუსტრია 9% (2012 - 4%), ავტოდილერები 6% (2012 - 5%), ტრანსპორტი და ლოჯისტიკა - 8% (2012 წელს - 12%), თამბაქოს რეალიზაცია - 6% (2012 - 8%), ენერგეტიკა - 8% (2012 -8%), უალკოჰოლო სასმელების - 5%, სათამაშო ბიზნესი - 5% (2012 - 6%), ფარმაცია და ჰოსპიტალური სექტორი 5% (გასულ წელს 6%), რითეილი - 4%, აგროსექტორი 4%, მშენებლობა - 3% (2012 - 10%), ტექნიკით ვაჭრობა - 2%. აღსანიშნავია რომ ასი უმსხვილესი კომპანიის ჩამონათვალში მკვეთრად არის შემცირებული სამშენებლო კომპანიების რიცხვი, რადგანაც 2012 წელს ბევრი მათგანი სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობდა და ტენდერების რევიზიამ მათი ბრუნვების შემცირება გამოიწვია, გაზრდილია ვაჭრობის და სადისტრიბუციო კომპანიების, ასევე მძიმე ინდუსტრიის კომპანიების წილი.