ნოვოროსიისკის სადესანტო ბატალიონმა სამხედრო წვრთნის ფარგლებში აფხაზეთის სანაპიროზე დესანტი გადასხა. ინფორმაცია ამის შესახებ საჰაერო-სადესანტო ჯარების პრესსამსახურის სამმართველოს პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩერედნიკმა გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, ანალოგიური სწავლებები მიმდინარეობდა აფხაზეთის სანაპიროსთან 2008 წლის აგვისტოში.
სწავლებში მონაწილეობა მიიღო ნოვოროსიისკში დისლოცირებულმა მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიის 30-ზე მეტმა საბრძოლო მანქანამ და 400 მედესანტემ. სწავლებები 19 მარტს დასრულდება.
ჩერედნიკის თქმით, სადესანტო-მოიერიშე ბატალიონმა, რომელსაც პოდპოლკოვნიკი სერგეი შუხოვცევი ხელმძღვანელობს მომლოდინე რაიონში გადავიდა, ამოცანების დაზუსტების შემდეგ კი კვლავ შავი ზღვის ფლოტის სადესანტო გემებზე დაბრუნდა.
"აღსანიშნავია, რომ ამგვარი სამხედრო ამოცანების შესრულებას უკვე ერთხელ ჰქონდა ადგილი, მაშინ როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოში ძალით მშვიდობოს დამყარების ოპერაცია დაიწყო", _ განაცხადა ჩერედნიკმა.
მოგვიანებით სადესანტო ბატალიონი იმ ამოცანების დამუშავებას დაიწყებს, რომლებიც ობიექტის ხელში ჩაგდებისას ცეცხლის გახსნისა და თავდაცვითი ომის წარმოებას ისახავს მიზნად.
აღნიშნულ სამხედრო ოპერაციაში ჩართულია გემები "ნოვოჩერკასკი" და "სარატოვი".
მასალის გამოყენების პირობები