საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სულხან თამაზაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებდა, მას შინაგანსაქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.