საქართველოსა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ პონტამ ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე იმსჯელეს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა რუმინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, ოკუპირებული ტერიტორების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისთვის, ევროატლანტიკურ მისწრაფებებში თანადგომისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში აქტიური ჩართულობისთვის.
მხარეებმა შეხვედრისას პოლიტიკურ და ეკონომიკურურთიერთობებზე, ასევე თავდაცვისა და ენერგეტიკისსფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაცისმნიშვნელობაზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში.
ვიქტორ პონტამ ირაკლი ღარიბაშვილი რუმინეთში მიწვია და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, ქართველ კოლეგას ბუქარესტში მიმდინარე წლის განმავლობაში უმასპინძლოს.
მასალის გამოყენების პირობები