7 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში "აფხაზური ენის პირველი ლექსიკონის" ხელახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
"აფხაზური ენის პირველი ლექსიკონი" 1827 წელს რუსეთის იმპერიის სამხედრო ფლოტის ლეიტენანტმა ვლადიმერ რომანოვმა შეადგინა. ხელახალი გამოცემა ამ უძველესი და უნიკალური გამოცემის სკანირებულ ტექსტს შეიცავს. ლექსიკონი 1952 სალექსიკონო ერთეულისგან (ცალკეული სიტყვები და ფრაზები) შედგება. წიგნში შესულია აფხაზური ენის აღდგენილი დიალექტური ფორმები და ლექსიკონის ხელნაწერის შესახებ გამოკვლევა. გამოცემა საინტერესოა ლინგვისტებისთვის და ისტორიკოსებისთვის.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება "აფხაზური ენის პირველი ლექსიკონის" დედანი, 1827 წლის გამოცემა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება.