ხვალ, 4 თებერვალს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" პრეზენტაცია გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" ორგანიზაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზენტაციას ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო "რადისონში" 12:00 საათზე გამართვას.
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებს.
შეგახსენებთ, რომ ,,მოქალაქის" პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის ავადმყოფობის გამო გადაიდო.