2014 წლის 30 იანვარს ახალი ამბების სააგენტოების ევროპული ალიანსის (EANA) ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის უერთდება რამოდენიმე მედია კოალიციის პოზიციას და პროტესტს აცხადებს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოკეიში ჟურნალისტების აკრედიტაციისთვის სავალდებულო პირობების მიმართ.
2014 წლის 30 იანვარს EANA -იმ ოფიციალური წერილით მიმართა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას აღნიშნულ საკითხზე და მოუწოდა აკრედიტაციისთვის სავალდებულო პირობების შეცვლისკენ. პირობების მიხედვით: „ ნებისმიერი ტიპის მედიასაშუალებას, რომელსაც სურვილი აქვს გააშუქოს თემა, რომელიც არ ეხება ჰოეკის ჩემპიონატს ვალდებულია მიმართოს ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაციისთვის (ბელორუსიის კანონის მიხედვით).
წერილში ასევე ნათქვამია, რომ EANA -ს ჟურნალისტებისთვის მსგავსი შეზღუდვების დაწესება ცენზურად მიაჩნია, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ მედიის თავისუფლების პრინციპებს.
"ჯი-ეიჩ-ენი" 2012 წლიდან არის ახალი ამბების სააგენტოების ევროპული ალიანსის (EANA) წევრი.