„ევრომაიდნების" მომიტინგეების ძალოვანი დაშლა მილიციის მიერ ცემისა და დაპატიმრებების თანხლებით უკრაინის ოთხ ოლქში გაიმართა. 
„უკრაინული პრავდა-ს" ინფორმაციით: ჩერკასკში „ავტომაიდნელებისა" და მილიციის დაპირისპირების შედეგად 100 ადამიანის დაშავდა. 
დნეპროპეტროვსკი: დაკავებული 15 აქტივისტი ორი თვით იზოლატორში გააგზავნეს. 
ამასთან ერთად, უკრაინის 10 რეგიონში  (ივანო-ფრანკოვსკის, კიევის, ლვოვის, ვოლინსკის, ჩერნოვიცკის, ტერნოპოლის, რივნენსკის, ვინიცკის, ჟიტომირსკის და პოლტავის) მომიტინგეები აგრძელებენ დაკავებული საქალაქო ადმინისტრაციების შენობების გამაგრებას.