საქართველოში მომდევნო სამი დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა ლია   კაკიაშვილმა განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნისლი. 
,,აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით,  ზოგან ნისლი. გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება 20-25 მ/წმ-ში. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში  ველოდებით წვიმას, მაღალ მთაში თოვლს. ხოლო ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლია კაკიაშვილი. 
მისივე განმარტებით, მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.