,,ხელისუფლებამ და ბიზნესმა, ერთად უნდა შევქმნათ ისეთი ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურ და ეფექტიან ათვისება", _ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა.
ღარიბაშვილის განმარტებით, მას კარგად ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის თავისუფალი, კონკურენტული გარემო.
,,ჩვენი დღევანდელი შეხვედრით მე მინდა საფუძველი ჩავუყაროთ გულწრფელ და ეფექტიან დიალოგს ბიზნესსაზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის, საფუძველი ჩავუყაროთ დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც თქვენი კომპანიების წარმატებულ საქმიანობასა და განვითარებას, ისე ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. მე კარგად მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის თავისუფალი, კონკურენტული გარემო და მესმის იმ წვლილის მნიშვნელობა, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში უნდა შეიტანოს ბიზნესმა. ჩვენ, ხელისუფლებამ და ბიზნესმა, ერთად უნდა შევქმნათ ისეთი ინსტიტუციონალური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურ და ეფექტიან ათვისებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საბოლოოდ კი, ქვეყნის უმთავრესი პრობლემის - სიღარიბის დაძლევას.სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ხედვა და მოსაზრებები როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის ჭრილში, ისე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს გიშლით კონკრეტული პროექტების განხორციელებაში", _განაცხადა ღარიბაშვილმა.