გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, სამების ეკლესიის მომდებარედ, ავტომობილი ხევში გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანაში სამი ადამიანი იმყოფებოდა. ერთი ადგილზე გარდაცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილია 45 წლის კაცი.
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.